კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში წელს არჩევნები არ ჩატარდება, რადგან ძვირი ჯდება

Reuters

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ განაცხადა, რომ წელს ქვეყანაში არჩევნები, რომელსაც კონგოელები დიდი ხანია ელიან, ვერ ჩატარდება, რადგან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.

"რთული წარმოსადგენია, რომ ჩვენ წელს 1.8 მილიარდი დოლარის მობილიზებას შევძლებთ. მსურს გულწრფელად ვისაუბრო", - განაცხადა კონგოს ბიუჯეტის მინისტრმა.

1.8 მილიარდი დოლარი კონგოს დამოუკიდებელმა ეროვნულმა ელექტორალურმა კომიტეტმა, გასულ წელს, არჩევნების ჩასატარებლად საჭირო თანხად დაასახელა.

კომენტარები