სიცოცხლის ხანგრძლივობა

2030 წელს სამხრეთკორეელი ქალების სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 90 წელი იქნება

Getty Images

ლონდონის იმპერიული კოლეჯისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევების თანახმად, 2030 წელს სამხრეთკორეელი ქალების სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 90 წელი იქნება.

კვლევები 35 განვითარებულ ქვეყანაში ჩატარდა. კვლევის თანახმად, 2030 წელს ზოგადად ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებელი გაიზრდება. ასევე, სავარაუდოდ, შემცირდება ქალთა და მამაკაცთა სიცოცხლის ხანგრძლივობაში არსებული სხვაობა.


ფოტო: BBC

ლონდონის იმპერიული კოლეჯის პროფესორის თქმით, სამხრეთ კორეის ლიდერობას ბევრი ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის, განათლების დონე და ჯანმრთელი საკვები. პროფესორის თქმით, სამხრეთ კორეა ასევე, წარმატებულია მომატებული სისხლის წნევის რეგულირებაში. გარდა ამისა, სამხრეთკორეელებში ძალიან დაბალია სიმსუქნის მაჩვენებელი.

კომენტარები