უკანონო იარაღი

შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ვ.ს. თბილისში, სერგო ჯიქიას ქუჩაზე დააკავეს.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, BLOW MINI MOD 2003-ის მოდელის არარეგისტრირებული პისტოლეტი ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).

კომენტარები