თბილისის საქალაქომ სასამართლომ 8 წლის შვილის მიმართ ჩადენილ ძალადობაში ბრალდებული ვ.ლ. დამნაშავედ სცნო და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა - ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
"დადასტურდა, რომ 2017 წლის 24 იანვარს, ქ.თბილისში, გლდანის რაიონში დაახლოებით 12:00 საათზე, ვ.ლ.-მ 8 წლის შვილს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც ურტყამდა სახის და ზურგის არეში. ვ.ლ.-ს ქმედებით მცირეწლოვანმა გოგონამ ფიზიკური ტკივილი განიცადა"- წერია განცხადებაში.
ვ.ლ-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, ჩადენილს არასრულწლოვნის მიმართ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.