საქართველოს პროკურატურამ ძალადობის ფაქტზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვას ბრწმუნებულს ბრალდება წარუდგინა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 1 სექტემბერს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა სოფლის რწმუნებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დაზარალებულის მიმართ ძალადობა განახორციელა" - აცხადებს პროკურატურა და აღნიშნავს, რომ
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
TV25.GE-მა ჯაბა სტამბოლიშვილის მხრიდან მაღაზიის გამყიდველ ქალზე ძალადობის ამსახველი კადრები 4 სექტემბერს გაავრცელა.