საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები

საფრანგეთში არჩევნების წინ ტერორისტული თავდასხმა აღკვეთეს

AFP

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევენებამდე რამდენიმე დღით ადრე მარსელში ორი, 23 და 29 წლის მამაკაცი დააკავეს, რომლებიც, სავარაუდოდ, არჩევნების დღეს თავდასხმას გეგმავდნენ. თავდასხმის ობიექტი უცნობია. არსებული ინფორმაციით, მამაკაცები ციხეში რადიკალიზდნენ. გამოძიება ტერორისტულ დანაშაულებზე მიმდინარეობს. საფრანგეთის მოქმედმა პრეზიდენტმა მარსელის ოპერაცია შეაქო.დაკავებულები საფრანგეთის მოქალაქეები არიან. პოლიციამ იარაღი და ბომბის დასამზადებელი მასალები ამოიღო.

არჩევნების დღესთან დაკავშირებით საფრანგეთში უსაფრთხოების გაძლიერებულ ზომებს მიმართავენ. მოქალაქეების უსაფრთხოებას 50 ათასი სამართალდამცავი დაიცავს.

პარიზის 2015 წლის ტერაქტის შემდეგ საფრანგეთი კვლავ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში რჩება. სამართალდამცავები თავდასხმების გაძლიერებულ რისკებზე საუბრობენ და დიდ ბრიტანეთსა და შვედეთში ბოლო დროს მომხდარ თავდასხმებზე მიუთითებენ.

კომენტარები