ნაღდი ფული

რომელი კუპიურაა საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებული

ეროვნული ბანკი

საქართველოში მიმოქცევაში 75 მილიონი ბანკნოტია, ამის შესახებ ეროვნული ბანკის 2016 წლის ანგარიშიდან ირკვევა. სებ-ის ანგარიშის მიხედვით, 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ნაღდი ფულის საერთო ღირებულება ჯამში 2.99 მილიარდ ლარს შეადგენდა. კონკრეტული კუპიურების მიხედვით კი პირველ ადგილზე 20 ლარიანი იმყოფება. ჯამში ქვეყანაში 16.3 მილიონი ერთეული 20-ლარიანია მიმოქცევაში, ყველაზე მცირე რაოდენობით კი მიმოქცევაში 200-ლარიანია.

მიმოქცევაში არსებული კუპიურების რაოდენობა:

  1. 20 ლარი - 16.3 მილიონი ბანკნოტი
  2. 100 ლარი - 15.62 მილიონი ბანკნოტი
  3. 5 ლარი - 15.59 მილიონი ბანკნოტი
  4. 50 ლარი - 13.3 მილიონი ბანკნოტი
  5. 10 ლარი - 9 მილიონი ბანკნოტი
  6. 1 ლარი - 3 მილიონი ბანკნოტი
  7. 2 ლარი - 1.5 მილიონი მონეტა
  8. 200 ლარი - 0.9 მილიონი მონეტა

რაც შეეხება ხურდა ფულს 1-ლარამდე მონეტების ზუსტი სტატისტიკა სებ-ის ანგარიშში მოყვანილი არაა, თუმცა ჯამში 1, 2, 5, 10, 20 და 50 თეთრიანი მონეტების საერთო ღირებულება 87 მილიონი ლარია.

საქართველო ნაღდ ფულზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული. 2016 წლის მანძილზე 23.4%-ით გაიზარდა მოთხოვნა მაღალი ნომინალის - 50, 100 და 200 ლარის ბანკნოტებზე, 10 ლარის ნომინალის ბანკნოტზე კი მიმოქცევის მოთხოვნა 14.9%-ით შემცირდა.

2016 წელს მიმოქცევაში დამკვიდრდა ახალი მოდიფიკაციის 20, 50 და 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები. კერძოდ, საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის ახალი მოდიფიკაციის 20 ლარის ნომინალის ბანკნოტი მიმოქცევაში ამ ნომინალის ბანკნოტის 64.1%-ს შეადგენდა, 50 ლარიანი - 60.2%-ს ხოლო ახალი მოდიფიკაციის 100 ლარიანი, მიუხედავად იმისა, რომ იგი 2016 წლის პირველ ნოემბერს გავიდა მიმოქცევაში, ამ ნომინალის ბანკნოტის 29.3%-ს იკავებს.

კომენტარები