ე.წ. ბაიკერთა კლუბის, "ღამის მგლების" ნაწილი, სავარაუდოდ, საქართველოშია. მკითხველმა რამდენიმე ფოტო გამოგვიგზავნა, რომელზეც აღბეჭდილია ბაიკერი, რომელსაც "ღამის მგლების" ლოგოიანი ქურთუკი აცვია, მოტოციკლეტს კი რუსული ნომრები აქვს. ტაბულა მკითხველის ვინაობას შეთანხმებისამებრ არ ასახელებს.
მკითხველმა ორი "ბაიკერი" ვახუშტის ხიდზე შენიშნა. მან ფოტოს დეტალები სქრინშოტად გამოგვიგზავნა, რაზეც გადაღების დროა მითითებული.
ტაბულა უკვე ესაუბრა შინაგან საქმეთა სამინისტროს და მიღებული მასალაც გადაუგზავნა. უწყებაში გვითხრეს, რომ, მათ, თავის მხრივ, მასალა შესაბამის სამსახურს გადაუგზავნეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ე.წ. კრემლის ბაიკერები საქართველოში არ შემოუშვეს.
მეტი ინფორმაციისთვის წაიკითხეთ - ვინ არიან "ღამის მგლები"?