ოფიციალური მონაცემებით, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, ადგილობრივი დროით, 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 65.3 %-ს შეადგენდა.
შედარებისთვის, 23 აპრის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მონაწილეობა ამომრჩეველთა 69.42 %-მა მიიღო, 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე კი, 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 71.96 %-ის ტოლი იყო.
საარჩევნო უბნების ნაწილი ადგილობრივი დროით 19:00 საათზე (თბილისის დროით 21:00) დაიხურება, ნაწილი კი 20:00 საათზე (თბილისის დროით 22:00).
საფრანგეთის პრეზიდენტობისთვის ცენტრისტი ემანუელ მაკრონი და ულტრა-მემარჯვენე მარინ ლე პენი იბრძვიან.