საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2017

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები: მაკრონმა ხმების 66.1 % დააგროვა

neobux-bg.info

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საბოლოო შედეგების გამოაქვეყნა.

ბიულეტენების 100 %-ის დათვლის შედეგად, ემანუელ მაკრონს 20 753 797 ხმა დაუგროვდა, რაც 66.1 %-ის ტოლია, მარინ ლე პენს კი 10 644 118 ხმა, ანუ საერთო ხმების 33.9 %.

ამომრჩეველთა აქტივობა არჩევნების მეორე ტურზე 74.62 % იყო.

39 წლის ემანუელ მაკრონი საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტია.

პრეზიდენტის პოსტის დაკავების შემდეგ, მაკრონი დღეს პოლიტიკური მოძრაობა En Marche!-ის თავმჯდომარის პოსტს დატოვებს.

კომენტარები