ოკუპაცია

შს მინისტრის მოადგილე: ლუჟკოვს შავ სიაში შევიყვანთ და საქართველოში ვეღარ შემოვა

ტაბულა

შს მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის ინფორმაციით, მოსკოვის ყოფილ მერ იური ლუჟკოვს ე.წ. შავ სიაში შეიყვანენ და ის საქართველოში ვეღარ შემოვა. 

"ამ ეტაზე რაც მოხდა, განპირობებული იყო იმით, რომ თავის დროზე არ იყო შეყვანილი სიაში. ჩვენ შევიყვანთ მას ამ სიაში და საქართველოში ვეღარ შემოვა", - განაცხადა ინტერპრესნიუსის ცნობით შალვა ხუციშვილმა.

მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი რამდენიმე დღეა, საქართველოში იმყოფება, რითაც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი ირღვევა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ლუჟკოვი საქართველოში ლეგალური საბუთებით შემოვიდა და მესაზღვრეს მისი არშემოშვების ფორმალური საფუძველი არ გააჩნდა. 

კომენტარები