NDI-ის გამოკითხვა

NDI: ამ ხელისუფლების ურთიერთობამ რუსეთთან იქონია უსაფრთხოებაზე ნეგატიური გავლენა - 41%

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) აპრილში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების პირველ ნაწილს აქვეყნებს. კითხვაზე, რუსეთთან 2012 წლის შემდგომმა ურთიერთობებმა როგორი გავლენა იქონია საქართველოს ეკონომიკაზე, 16% დადებითს პასუხობს, არანაირს - 33%, ხოლო უარყოფითს - 41%.

რაც შეეხება საქართველოს პოლიტიკაზე გავლენას, მოსახლეობის 42% ფიქრობს, რომ რუსეთთან ამ ხელისუფლების ურთიერთობამ უარყოფითი გავლენა იქონია, 10% - დადებითი, 35% - არანაირი.

რაც შეეხება საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას, 9% მიიჩნევს, რომ ახალი ხელისუფლების ურთიერთობამ რუსეთთან დადებითი გავლენა იქონია, თუმცა, 41% საწინააღმდეგოს ფიქრობს.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 7-28 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2.7%-ია.

კომენტარები