NDI-ის გამოკითხვა

NDI: პრეზიდენტის საქმიანობა 27%-ს მოსწონს, პრემიერმინისტრის 25%-ს

გიორგი მარგველაშვილი, გიორგი კვირიკაშვილი
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) აპრილში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების პოლიტიკურ ნაწილს აქვეყნებს. 

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის საქმიანობას მოსახლეობის 27% იწონებს, იწუნებს 15%, 50% კი საშუალოდ აფასებს.

პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის საქმიანობა 25%-ს მოსწონს, 14%-ს პირიქით.

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მუშაობა კი 15%-ს მოსწონს, 21% უარყოფითად აფასებს.

თბილისის მერის, დავით ნარმანიას მუშაობა მოსწონს 8%-ს, 52% იწუნებს.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 7-28 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2.7%-ია.

კომენტარები