NDI-ის გამოკითხვა

NDI: პოლიციის საქმიანობა 2013-ის ნოემბერში 62%-ს მოსწონდა, ახლა კი - 38%-ს

საპატრულო პოლიციის თანამშრომლები
Wikimedia Commons

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) აპრილში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების პოლიტიკურ ნაწილს აქვეყნებს. 

გამოკითხვის თანახმად, საქართველოს პოლიციის საქმიანობის მოწონება 2013 წლის ნოემბრის კვლევასთან შედარებით მნიშვნელოვნადაა შემცირებული.

2013 წლის ნოემბერში საქართველოს პოლიციის საქმიანობა მოსახლეობის 62%-ს მოსწონდა, დღევანდელ კვლევაში კი 38%-ს.

შემცირებულია ჯარის საქმიანობის მოწონების მაჩვენებელიც. 2012 წლის თებერვალში საქართველოს ჯარის საქმიანობა 70%-ზე მეტს მოსწონდა, დღეს კი 48%-ს.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 7-28 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2.7%-ია.

კომენტარები