ნარკოდანაშაული

21 აბი სუბოქსინის შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანისთვის, ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სარფში ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს.

სსს-ს ცნობით, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, თურქეთის რესპუბლიკიდან უკანონოდ შემოტანილი 21 აბი „სუბოქსინი“ ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნტით).

კომენტარები