ავტოსაგზაო შემთხვევა

შსს: ცოტნე დადიანის ქუჩაზე მანქანა ქვეითს დაეჯახა, დაზარალებული საავადმყოფოშია

metro.us

თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მანქანა ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. 

შსს-ის ცნობით, დაზარალებული ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი. უწყების თქმით, მძღოლი ადგილიდან არ მიმალულა. გამოძიება დაწყებულია 276-ე მუხლით (მე-3 ნაწილი), რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით 5 წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით 3-დან 5 წლამდე. 

კომენტარები