ავტოსაგზაო შემთხვევა

თბილისში სატვირთო ავტომობილისა და მოპედის შეჯახებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

Tabula

თბილისში, თემქაზე სატვირთო ავტომობილისა და მოპედის შეჯახებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა -  მოპედის მძღოლი ადგილზევე გარდაიცვალა. ავტოსაგზაო შემთხვევა შუადღისას მოხდა.

როგორც ტაბულას შსს-ში ეუბნებიან, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები