დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში, ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან კლოდ იუნკერმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან პირისპირ შეხვედრა გამართა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, იუნკერმა განაცხადა რუსეთსა და ევროკავშირს შორის პრობლემები ყველასთვის ცნობილია - ყირიმი და აღმოსავლეთ უკრაინა.
"ევროკავშირსა და რუსეთს შორის პრობლემები ყველასთვის ცნობილია - ყირიმი და აღმოსავლეთ უკრაინა. თუმცა, ევროკომისია არ დაიშურებს ძალისხმევას, რომ მოვიძიოთ შესაძლებლობები თანამშრომლობისთვის საერთო ინტერესებისთვის", - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან კლოდ იუნკერმა.
ვლადიმირ პუტინის მტკიცებით, ის მოხარულია, რომ მიუხედავად არსებული პრობლემებისა ევროკომისიის პრეზიდენტთან შეხვედრა შედგა.
"მოხარული ვარ, რომ G20-ის ფარგლებში შევხვდით. მიუხედავად არსებული პრობლემებისა ჩვენ მაინც მოვახერხეთ ურთიერთობა. აპრილში ქალბატონი მოგერინი იმყოფებოდა მოსკოვში. 1 ივლისს ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი იგეგმება. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ურთიერთობა ევროკომისიასთან გაგრძელდება", - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.
ვლადიმერ პუტინის თქმით, ევროკომისიასა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის თანამშრომლობის ფარგლებში მათი ურთიერთობის გაღრმავების შესაძლებლობა არსებობს.