რიჩ ჰოლტჰემმა სილამაზის სალონის იატაკი საკუთარი ძალებით მონეტებით ააწყო.
ჰოლტჰემმა იატაკის მონეტებით დაგება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ხელოსანმა მომსახურებაში 1000 ფუნტი სტერლინგი მოსთხოვა.
Daily Mail-თან საუბარში ჰოლტჰემი აღნიშნავს, რომ სალონში მომსახურე პერსონალმა ალტერნატიული გზების მოსაძიებლად Online რესურსებიც გამოიყენა.
"სალონს ახალი იატაკი სჭირდებოდა, თუმცა სერვისი ძალიან ძვირი დაგვიფასეს. ჩვენ გვინდოდა, რომ რაიმე უჩვეულო გაგვეკეთებინა. სხვადასხვა იდეების მოსაძიებლად Online რესურსიც გამოვიყენეთ", - ამბობს რიჩ ჰოლტჰემი.
თანხის დასაზოგად, სილამაზის სალონის მომსახურე პერსონალმა იატაკის დასაგებად კრეატიული გზა აირჩია. მათ 700 ფუნტი გადაახურდავეს და 70,000 პენი (მონეტა) მიიღეს, მიღებული მონეტებით კი იატაკი დააგეს.