საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დამნაშავეთა ორი ჯგუფი გამოავლინეს. გამოძიების ინფორმაციით, ერთი ჯგუფი დიდი ოდენობით უაქციზო ალკოჰოლს ყიდდა, ხოლო მეორე - სიგარეტის გადაზიდვა-რეალიზაციას ახდენდა.
"პირთა ერთი ჯგუფი თბილისში, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული ალკოჰოლური სასმელების - 96 ბოთლი BELUGA - ს და NEFT- ის რეალიზაციას ახორციელებდა, ხოლო, მეორე ჯგუფი - ბათუმში, 1 900 კოლოფი უაქციზო სიგარეტის ZUMERRET გადაზიდვა-რეალიზაციას ახდენდა. ამოღებულია უაქციზო საქონელი და დაკავებულია დანაშაულში მხილებული ორი ჯგუფის ოთხი წევრი" - აცხადებს საგამოძიებო სამსახური.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე - 200 მუხლის II ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 დან 6 წლამდე ვადით.