გუშინ საღამოს Amazon-ის დამფუძნებელმა ბეზოსმა უკან ჩამოიტოვა Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი, რომლის ქონების ღირებულებაც $90.7 მილიარდი დოლარია და მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა. თუმცა, ყველაზე მდიდარი ადამიანის სტატუსი 24 საათში ისევ დაკარგა.
Amazon-ის აქციების ღირებულება გუშინდელი ისტორიული მაქსიმუმიდან ($1072 დოლარი), კვლავ დაბლა დაეცა. მისი ღირებულება თითო აქციაზე $1046 დოლარს შეადგენს.
აქციების ღირებულება განსაკუთრებით მაღალი ტემპით ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში იზრდებოდა. გუშინდელი მონაცემებით, ბეზოსის ქონება $90.9 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, ჯერ კიდევ მარტში მისი ქონება $72 მილიარდს შეადგენდა და სიაში მესამე ადგილს იკავებდა. ბეზოსს Amazon-ის აქციების 17% ეკუთვნის.
ბილ გეითსს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ტიტული 2013 წლის მაისიდან აქვს.
53 წლის ბეზოსი მილიარდერი 1998 წელს გახდა, მან ონლაინშოფინგის გიგანტი Amazon 1994 წელს დააფუძნა.