ღირსეული პარტნიორი 2017

ჯანელიძე: ჩვენი გაცხადებული პოლიტიკაა, რომ ოკუპაციას ვებრძვით მშვიდობიანი გზით

ტაბულა

სამხედრო სწავლების ღირსეული პარტნიორის გახსნას დღეს მინიტრთა კაბინეტის წერვებიც დაესწრნენ. საგარეო საქმეთა მინიტრმა, მიხეილ ჯანელიძემ სწავლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების შესახებ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა..

„ჩვენ ვართ ღირსეული პარტნიორები საერთაშორისო მასშტაბით, მშვიდობის და უსაფრთხოების საკითხებში და ასევე რეგიონალური მასტაბით. ეს არ არის არავის წინააღმდეგ მიმართული. წვრთნები უკავშირდება ჩვენი თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას და ამით უფრო მეტ სტაბილურობას და მშვიდობას რეგიონში. ჩვენი გაცხადებული პოლიტიკაა, რომ ჩვენ ოკუპაციას ვებრძვით მშვიდობიანი გზით, ვებრძვით დიპლომატიური არხებით და ამ მიმართულებით არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგმული, გასული პერიოდის განმავლობაში ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერის მოპოვების კუთხით.“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

ვაზიანის სამხედრო ბაზაზე დღეს მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“ დაიწყო. წვრთნებში ალიანსის წევრი და პარტნიორი 8 ქვეყანა ორი კვირის განმავლობაში მიიღებს მონაწილეობას.

საერთაშორისო სწავლებაში, რომელიც წელს უკვე მესამედ იმართება, მონაწილეობას საქართველო შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის ქვედანაყოფები, აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები, დიდი ბრიტანეთის სადესანტო ასეული, გერმანიის ბუნდესვერის მექანიზებული ოცეული და უზრუნველყოფის ჯგუფი, უკრაინის ერთი ქვეითი ოცეული, სომხეთის სამედიცინო ასეული, სლოვენიის ქვეითი ოცეული და უზრუნველყოფის ჯგუფი და თურქეთის შეიარაღებული ძალებიდან 4 ოფიცერი მიიღებს მონაწილეობას.

 

კომენტარები