ძაღლის წამება

პირს, რომელმაც დაბმული ძაღლი ლურსმნიანი ძელით მოკლა, ბრალი წარუდგინეს

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

რუსთავის რაიონულმა პროკურატურამ მამაკაცს, რომელმაც დაბმული ძაღლი ლურსმნიანი ძელით მოკლა, ბრალი წარუდგინა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 31 ივლისს, ქალაქ რუსთავში, მეგობრობის გამზირზე მდებარე ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე, დ.ტ-მ ძელის საშუალებით, რომელზეც დამაგრებული იყო ლურსმანი, დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში სასტიკად სცემა დაბმულ ძაღლს. მიყენებულმა დაზიანებებმა ცხოველის სიკვდილი გამოიწვია" - აცხადებს პროკურატურა.

უწყებამ სასამართლოს უკვე მიმართა და ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიებად 3000-ლარიანი გირაო მოითხოვა. 

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას, ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე. 

აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს მხოლოდ ჯარიმას, ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე.

კომენტარები