ნაყინი

სურსათის სააგენტო: ქართული ნაყინი საკვებად უსაფრთხოა

ნაყინი - კარგია კბილებისთვის, წონის რეგულირებისთვის
flickr.com

სურსათის ეროვნული სააგენტო ბაზარზე არსებული ქართული წარმოების ნაყინის შემოწმების შედეგებს აქვეყნებს. კვლევის მიხედვით, ტკბილეული სალმონელასა და სხვა პათოგენურ ნივთიერებებს არ შეიცავს.

კვლევა ჩაუტარდა 21 დასახელების ნაყინის 105 ნიმუშს, მათ შორის, ვანილის, ჭიქის, საოჯახო, კაკაოს, ყავის, შოკოლადის, ხილის, ესკიმო და ა. შ. სხვადასხვა ბიზნესოპერატორის მიერ წარმოებულ პროდუქციას.

ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ნაყინის 105 ნიმუშიდან არცერთი არ არის დაბინძურებული პათოგენური მიკროორგანიზმებით.  

ლისტერია მონოციტოგენეზი (Listeria monocytogenes) პათოგენური მიკროორგანიზმია, რომელიც განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის ბავშვებისა და ორსული ქალების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

სალმონელა (Salmonella) არის ბაქტერიათა ჯგუფი, რომელიც იწვევს ტიფოიდურ დაავადებებს და მწვავე გასტროენტეროკოლიტს. უმეტესად აზიანებს საჭმლის მომნელებელ ტრაქტს.

კომენტარები