უბედური შემთხვევა

თურქეთში, იახტის ჩაძირვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

http://aa.com.tr

თურქეთის სამხრეთ სანაპიროზე, იახტის ჩაძირვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

შემთხვევა ბოზბურუნის პორტიდან 200 მეტრში მოხდა. სამაშველო სამსახურმა ბორტზე მყოფი 11 მგზავრიდან კაპიტნის ჩათვლით 8 ადამიანი გადაარჩინა. მაშველებმა იახტის მეპატრონე გარდაცვლილი იპოვეს.

გრძელდება ორი მგზავრის ძებნა, რომლებიც ამ დრომდე დაკარგულად ითვლებიან.

ტურისტული იახტის ჩაძირვის მიზეზები ამ დრომდე უცნობია.

კომენტარები