საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, კახეთის გზატკეცილზე ხანძარი ლოკალიზებულია.
ამავე ინფორმაციით, დაშავებულების შესახებ ცნობები არ არის.
შემთხვევის ადგილზე 150 მეხანძრე და 30 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა მუშაობს.
როგორც ტაბულას უწყებაში უთხრეს, დამწვარია გარეთა საწყობის დაახლოებით 800 კვადრატული მეტრი ფართობი.
კახეთის გზატკეცილზე სტამბის შენობას ძლიერი ცეცხლი დაახლოებით ორი საათის წინ გაუჩნდა.