აშშ

მაკკეინი: შარლოტსვილში მომხდარი დაპირისპირება ეწინააღმდეგება ამერიკულ იდეალებს

Getty Images

არიზონელი სენატორი ჯონ მაკკეინი ვირჯინიის შტატის ქალაქ შარლოტსვილში ულტრანაციონალისტებსა და მათ მოწინააღმდეგეებს შორის მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა.

"ჩვენი [აშშ-ის] დამაარსებლები რევოლუციურად იბრძოდნენ იმ იდეისთვის, რომ ყველა ადამიანი თანაბარია. ამ რევოლუციის მემკვიდრეები ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად იბრძოდნენ სამოქალაქო ომში, მათი მიზანი იყო თავისუფლება და ისინი ამ ბრძოლას სწორედ ამ რევოლუციურ გზას უძღვნიდნენ. სწორედ ეს ღირებულებები დგას საფრთხის ქვეშ შარლოტსვილში, სადაც სასტიკ თავდასხმას სულ მცირე ერთი ამერიკელის სიცოცხლე შეეწირა, არაერთი ადამიანი კი დაშავდა. ეს არის ბრძოლა ჩვენს საუკეთესო ანგელოზებსა და ყველაზე ცუდ დემონებს შორის", - წერს მაკკეინი.

მაკკეინის განცხადებით, თეთრი რასის უპირატესობის მომხრეები და ნეო-ნაცისტები არიან იმის დეფინიცია, რაც ეწინააღმდეგება ამერიკულ პატრიოტიზმა და იმ იდეალებს, რომლებიც ამერიკასა და ამერიკელებს განსაკუთრებულს ხდის.

კომენტარები