თბილისის ცენტრში პუშკინის ქუჩაზე, ერთ-ერთ მასაჟის სალონთან სპეცოპერაცია ჩატარდა.
სპეცოპერაციის შედეგად რვა ადამიანი დააკავეს. სამართალდამცველები ადგილზე 2 საათის განმავლობაში მუშაობდნენ.
სპეცოპერაცია კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა ჩაატარა.
როგორც ტაბულას შსს-მ განუცხადა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით არის დაწყებული რაც პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას გულისხმობს.