სასტუმრო "მამიდას" მფლობელი როენა ხუცურაული 30 000-ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.
ხუცურაულმა, რომელსაც მეტსახელად "მამიდას" ეძახიან, წინასწარი დაკავების იზოლატორი უკვე დატოვა.
სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე როენა ხუცურაული - მეტსახელად მამიდა, ამავე სასტუმროს მოიჯარე ზინაიდა ქორიძე - მეტსახელად სალომე და სასტუმრო გოლდის მფლობელი, ნ. დ 8 მაისს დააკავეს.
"გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დაკავებულები თავიანთ კუთვნილ სასტუმროებში ფართს, პროსტიტუციის ხელშეწყობის მიზნით, სისტემატურად აქირავებდნენ" - აცხადებს შსს.
გამოძიება მიმდინარეობს პროსტიტუციის ხელშეწყობის და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სასტუმროს ნომრების პროსტიტუციისთვის გადაცემის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ასევე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნქტებით. დანაშაული 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.