თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გერმანიის მოქალაქე თურქებს მოუწოდა, საპარლამენტო არჩევნებზე ხმა არ მისცენ ანგელა მერკელსა და ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს, ასევე, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერ მარტინ შულცს.
"ამ ეტაპზე გერმანიაში სოციალ-დემოკრატიული პარტია და ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი ამბობენ, რომ ბევრ ხმას მიიღებენ თუ თურქეთს გააკრიტიკებენ. გერმანიაში მცხოვრებ თურქებს მოვუწოდებ - არასდროს მხარი არ დაუჭირონ ამ პარტიებს. ისინი თურქეთის მტრები არიან", - თქვა ერდოღანმა.
ერდოღანის თქმით, გერმანიის მოქალაქე თურქებმა იმ პარტიებს უნდა დაუჭირონ მხარი, რომლებსაც თურქეთისადმი მტრული დამოკიდებულება არ აქვთ.
გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები 24 სექტემბერს გაიმართება.
თურქეთი-გერმანია