ხანძარი საქართველოს რეგიონებში

პრემიერმა პრეზიდენტს მიმართა - ხვალ ცეცხლის ჩასაქრობად სამხედროებს გამოიყვანენ

ქართული სამხედრო ქვედანაყოფი

პრემიერმინისტრმა კვირიკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტ მარგველაშვილს ქვეყნის რეგიონებში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით, "სამხედრო ძალების გამოყენების წარდგინებით" მიმართა.

პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, ამ საკითხზე გიორგი კვირიკაშვილსა და გიორგი მარგველაშვილს შორის სატელეფონო საუბარი უკვე შედგა. საქართველოს პრეზიდენტი პრემიერმინისტრის მიმართვას დააკმაყოფილებს.

პრეზიდენტის აქტის დასამტკიცებლად, ხვალ პარლამენტი რიგგარეშე სესიაზე შეიკრიბება. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ხანძრის კერების ლიკვიდაციის და შემდგომი ლოკალიზაციის მიზნით, ასევე, მოსალოდნელი რისკების თავიდან ასაცილებლად, დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზება გადაწყდა.

კომენტარები