აბასთუმნის ტყეში ხანძარია. ადგილზე მობილიზებულია ცოცხალი ძალა და სახანძრო-სამაშველო ტექნიკა. გარდა ამისა, ცეცხლის ლოკალიზების პროცესში ვერტმფრენი ჩაერთვება, რომელიც ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირიდან აბასთუმნისკენ მიემართება.
ჯერჯერობით უცნობია, რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული.