ანორექსია

ანორექსიის 3-თვიანი მკურნალობის შემდეგ, იულია ლიპნიცკაია ფიგურული ციგურაობიდან წავიდა

Vida Press

სოჭის ზამთრის ოლიმპიადის 19 წლის გამარჯვებულმა იულია ლიპნიცკაიამ ფიგურული სრიალიდან წასვლის შესახებ განაცხადა. ლიპნიცკაიას დედის თქმით, მან რუსეთის ფიგურული სრიალის ფედერაციას ამ გადაწყვეტილების შესახებ აპრილში აცნობა, მას შემდეგ, რაც იულია ანორექსიის სამთვიანი მკურნალობის კურსიდან დაბრუნდა. 

15 წლის ასაკში, იულია ლიპნიცკაიამ სოჭის ზამთრის ოლიმპიადა მოიგო. მან პირველი ადგილი თავისუფალ სრიალსა და მოკლე პროგრამის სეგმენტში მოიპოვა, ასევე დაეხმარა რუსეთის ნაკრებს ოქროს მედლის მოპოვებაში. 

2015 წლის ზაფხულში იულია ლიპნიცკაიამ წონაში მატება დაიწყო. როგორც იულიამ გამოცემა Meduza-სთან ისაუბრა, ის დარბოდა, ვარჯიშობდა, თითქმის არაფერს ჭამდა, მაგრამ მაინც იმატებდა წონაში. 2016 წელს კი მან პირიქით, წონაში კლება დაიწყო.

2017 წლის ივნისში, ლიპნიცკაიას სოჭის ოლიმპიადაში გამარჯვების გამო რუსეთის მთავრობამ ახალ მოსკოვში ბინა აჩუქა. პრიზის გადაცემის ვიდეოზე, იულია კვლავ წონაში იყო მომატებული, რის გამოც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ორსულად იყო. სპორტსმენმა ეს ჭორები სოციალური ქსელის საშუალებით მალევე უარყო და თქვა, რომ მას ბევრი კილოგრამი ჰქონდა დაკლებული, თუმცა არაფერი უთქვამს ანორექსიის მკურნალობის შესახებ. ამის შესახებ ცნობილი მხოლოდ 28 აგვისტოს, იულიას დედისგან გახდა. 

ჟურნალისტმა ელენა ვაიცეხოვსკაიამ, რომელმაც იულია ლიმპნიცკაია აპრილში ჩაწერა, ბლოგი დაწერა. ვაიცეხოვსკაიას თქმით, მან იცოდა იულიას დიაგნოზის შესახებ. მან აღნიშნა, რომ ანორექსიის შეთავსება შეუძლებელია დიდ სპორტულ შეჯიბრებებთან. 

კომენტარები