ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები

ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატებმა 50%-იანი ბარიერი გადალახონ

პარლამენტი

"გაიმარჯვებს ის, ვინც გავა პირველ ადგილზე. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ის, რომ 50%-იანი ბარიერი გადალახოს თითოეულმა კანდიდატმა"- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ "ქართული ოცნების" მიერ თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის შემდეგ ისაუბრა.

"გაიმარჯვებს ის, ვინც გავა პირველ ადგილზე. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ის, რომ 50%-იანი ბარიერი გადალახოს თითოეულმა კანდიდატმა. ჩვენ წარმოვადგინეთ დღეს განახლებული შემადგენლობა, ახალი კანდიდატები, მაჟორიტარები. დარწმუნებული ვარ თითოეული მათგანის გამარჯვებაში. კიდევ ერთხელ განვმარტავ, გაიმარჯვებს ის ვინც გავა პირველ ადგილზე, კანონმდებლობის თანახმად. თუმცა, ჩვენთვის ამოცანაა ის, რომ მაჟორიტარებმა გაიმარჯვონ 50%-იანი შედეგის პირობებში. ეს არის მნიშვნელოვანი იმისთვის რომ მაქსიმალურად მაღალი იყოს ლეგიტიმაცია"- თქვა კობახიძემ.

კომენტარები