წყალბადის ბომბი

ჩრდილოეთ კორეის მტკიცებით, წყალბადის ბომბი წარმატებით გამოსცადეს

bbc.com

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, ქვეყანამ წყალბადის ბომბი წარმატებით გამოსცადა. ტელევიზია ამ ინფორმაციას ოფიციალურ ფხენიანზე დაყრდნობით ავრცელებს. ბომბი ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის ბრძანებით გამოსცადეს. საუბარია წყალბადის ბომბზე, რომლის დამაგრებაც შორ მანძილზე მოქმედ რაკეტაზეა შესაძლებელი.

ადგილობრივი მედია ფოტო მასალას ავრცელებს, სადაც ქვეყნის ლიდერი კიმ ჩენ ინი წყალბადის ახალ ბომბთან დგას. ბომბის გამოცდის პარალელურად ქვეყანაში 6,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, გავრცელებული ინფორმაციით მიწისძვრა სწორედ ბომბის გამოცდამ გამოიწვია.

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით თანახმად, მე-6 ბირთვული გამოცდა, 10-ჯერ უფრო ძლიერი იყო ვიდრე მე-5. მათივე იფორმაციით, წყალბადის ბომბის გამოცდამ წარმატებით ჩაიარა და ბომბი სრულყოფილია.

აღსანიშნავია, რომ თერმობირთვული ბომბი ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ატომური. განსხვავებულია ამ ორი ბომბის მუშაობის სქემაც, ატომური ბომბის აფეთქება ატომების გახლეჩვის შედეგად მიიღება, თერმობირთვული ბომბი კი აფეთქების დროს არა დაშლის არამედ ბირთვული სინთეზის პროცესს იყენებს, რომელსაც თან კოლოსალური მოცულობის ენერგიის გამოთავისუფლება მოჰყვება.

კომენტარები