ყაზბეგში პოლონელი ტურისტი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ, მყინვარწვერზე ასვლისას მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.