მიხეილ სააკაშვილი

პოლონეთ-უკრაინის საზღვარი დაკეტილია, ადგილზე სპეცრაზმია მობილიზებული

Reuters

მიხეილ სააკაშვილი უკვე პოლონეთ-უკრაინის საზღვართან იმყოფება. საზაღვრო პოლიციის გენერალმა მას განუცხადა, რომ საზღვარი დაკეტილია და მას წასვლისკენ მოუწოდა. 

სააკაშვილი იულია ტიმოშენკოსთან და ევროპელ დეპუტატებთან ერთად რკინიგზის სადგურთან ავტობუსით გაემგზავრა.

სააკაშვილი უკრაინაში შესლვას მატარებლით გეგმავდა, თუმცა პერემიშლის სადგურზე უკრაინის მოთხოვნის გამო მატარებელი ორ საათზე მეტი დროით იყო გაჩერებული, რის გამოც სააკაშვილმა მატარებლის დატოვების და საზღვართან ავტობუსით მისვლის გადაწყვეტილება მიიღო. 

სააკაშვილი უკრაინაში შესვლას თავდაპირველად კრაკოვიცას სასაზღვრო პუნქტიდან ავტობუსით გეგმავდა, თუმცა შემდგომში მან ქვეყანაში შესვლა მატარებლით გადაწყვიტა. იმის გამო რომ მატარებელს დაძვრის უფლება არ მისცეს სააკაშვილმა ისევ ავტობუსში გადაინაცვლა. 

კომენტარები