ე.წ. საოკუპაციო ხაზი

სუს-ი: საოკუპაციო ხაზთან დაკავებული აშშ-ს და ბრიტანეთის მოქალაქეები გათავისუფლდნენ

საოკუპაციო ხაზი სოფელ ხურვალეთში
ტაბულა

სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურის ინფორმაციით, გუშინ, 15 სექტემბერს საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული აშშ-ის და გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეები გაათავისუფლეს.

"ცხელი ხაზით შემოსული ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით ამერიკის შეერთებული შტატების და გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის აქტიური ჩართულობით უკანონოდ დაკავებული პირები გათავისუფლდნენ", - უთხრეს ტაბულას უწყებაში.

არსებული ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეები, ტურიზმის სფეროს სპეციალისტები, ახალგორის რაიონში დააკავეს. 

კომენტარები