HBO ალან მურისა და დეივ გიბონსის საკულტო კომიქსის Watchmen-ის ეკრანიზაციას გეგმავს.
სცენარის დაწერა არხმა ბოლო დროის ერთერთი ყველაზე პოპულარული სატელევიზიო შოუს The Leftovers-ის სცენარისტს დეიმონ ლინდელოფს შეუკვეთა.
ამასთან ცნობილია, რომ სერიალზე თავად ალან მური და დეივ გიბონსიც იმუშავებენ. ჯერჯერობით უცნობია, როდის გამოვა Watchmen-ის საპილოტე სერია.
კომიქსის ეკრანიზაცია მაყურებელმა პირველად 2009 წელს იხილა, რეჟისორ ზაკ სნაიდერის იმავე სახელწოდების ფილმში.
კომიქსის ეკრანიზაცია