ქონებრივი დეკლარაცია

კომპანიები, რომელთა დეკლარაციაში მითითებაც გიორგი გახარიას გამორჩა

ტაბულა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია რუსეთში ბიზნესებს ფლობს. რუსეთის საგადასახადო სამსახურის მონაცემებით, გახარიას ეკუთვნის კომპანია "ФУД ОТЕЛЬ"-ის 100%-იანი წილი. "ФУД ОТЕЛЬ"-ი მოსკოვში რესტორან "სმაკუნოვს" ფლობს და ის მინისტრს არცერთ ქონებრივ დეკლარაციაში არ აქვს მითითებული. 

მინისტრის სახელი სააქციო საზოგადოება "შეფის" წილის მფლობელებს შორისაც ფიგურირებს. კომპანიის წინა მფლობელი გახარიას თანხის, 900 000 რუბლის გადაუხდელობაში და წილების მითვისებაში ადანაშაულებს, შესაბამისი საქმე რუსეთის საარბიტრაჟო სასამართლოში მიმდინარეობს.

გადაცემა "საქმის კურსთან" საუბარში გახარიამ თქვა - "რაც შეეხება ჩემს რაღაც ბიზნეს აქტივობებს ქვეყნის გარეთ, მოგახსენებთ, რომ დღეს და უკვე დიდი ხანია უკვე, მე არ მაქვს არანაირი ბიზნეს ინტერესები არათუ რუსეთის, არამედ სხვა არცერთი ქვეყნის კომპანიებში."

რუსთავი 2-ისთვის ეკონომიკის სამინისტროს მიერ გაგზავნილ წერილში კი წერია, რომ "დღეის მდგომარეობით გიორგი გახარიას არ აქვს კავშირი რუსეთში ან სხვა ქვეყანაში არსებულ კომპანიებთან და შესაბამისად არანაირ შემოსავალს არ იღებს იქ არსებული წყაროებიდან."

კომენტარები