ქონებრივი დეკლარაცია

დეკლარაციის მიხედვით, ნინო წილოსანს მშობელმა 100,000 ლარი აჩუქა

ნინო წილოსანი
ტაბულა

ქართული ოცნების წევრ ნინო წილოსანს მშობელმა 100,000 ლარი აჩუქა. ამის შესახებ დეპუტატის ქონებრივი დეკლარაციიდან გახდა ცნობილი.

წილოსანი ლაჩხუთ-ჩოხატაურის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი და ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის წევრია. 

წილოსანის ოჯახის წევრებს (მამას და მეუღლეს) სახელმწიფო დიდი ოდენობით თანხის მითვისება-გაფლაგვას ედავება. 

კომენტარები