აფხაზეთის ოკუპაცია

ქართველი სტუდენტი აფხაზეთის ქვეყნად მოხსენიების გამო იტალიაში სწავლას წყვეტს

Kristi Arakelova

ქართველი სტუდენტი ქრისტი არაქელოვა ამბობს, რომ იტალიაში ერთ-ერთ სასწავლო პროგრამის ხელმძღვანელი აფხაზეთს დამოუკიდებელ ქვეყანად მოიხსენიებს, რის გამოც ის ორწლიან სწავლასა და სტიპენდიაზე უარს ამბობს და საქართველოში ბრუნდება. 

არაქელოვას თქმით, პროგრამაზე, რომელშიც ის მონაწილეობს, აფხაზი სტუდენტიც ირიცხება და მას აღიქვამენ, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის წარმომადგენელს, აფხაზეთის დროშა კი სუვერენული სახელმწიფოების, მათ შორის, საქართველოს დროშის გვერდით კიდია. მისივე თქმით, ამის გამო მან პროტესტი გამოხატა და ხელმძღვანელს აუხსნა, რომ აფხაზეთი ოკუპირებული და თვითგამოცხადებული სახელმწიფოა და არ შეიძლება, მისი დამოუკიდებელი სახელმწიფოების გვერდით მოხსენიება. პროგრამის მენეჯერმა მას უპასუხა, რომ ოფიციალურ შეხვედრებზე აფხაზეთს სახელმწიფოდ არ მოიხსენიებდა, თუმცა ასე არ მოიქცა. 

"მიმაჩნია, რომ ჩემი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა არის უპირველესი და ეს იქნება ჩემი პროტესტი ამ პროგრამის, ამ ორგანიზაციის და ამ პოლიტიკური ხედვის მიმართ. მე, ქრისტინა არაქელოვა უარს ვაცხადებ იტალიაში ორწლიან სწავლებაზე, ვინაიდან სასწავლო პროგრამის ფარგლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უხეშად ხელყოფის ფაქტის მომსწრე გავხდი! ეს არის ჩემი პროტესტი! აფხაზეთი საქართველოა!", - ამბობს არაქელოვა

კომენტარები