ფეხბურთი

ფრანჩესკო ტოტი: მიმართულება - თბილისი, იმედია სწორ ავტობუსში ჩავჯექი

Francesco Totti

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი, ფრანჩესკო ტოტი ერთ-ერთია მათგან, ვინც ხვალ დინამო არენაზე ითამაშებს. 

ტოტი ფეისბუქზე წერს, რომ ის თბილისისკენ მოემართება და თუ სწორ ავტობუსში ჩაჯდა, "ხვალ ბანაკშიც დაბრუნდება".

ფრანჩესკო ტოტი ფეხბურთიდან მაისში წავიდა. მან კლუბ რომას შემადგენლობაში 28 წლის განმავლობაში ითამაშა. 


საქველმოქმედო მატჩი ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით ტარდება. მასში ქართული ოცნების მერობის კანდიდატი, კახა კალაძეც მონაწილეობს. იმ ფეხბურთელების უმეტესობა, რომელიც ხვალ საქართველოში ჩამოვა, კალაძის თანაგუნდელი ან მეგობარია. 

კომენტარები