თბილისის მე-5 მოწვევის საკრებულომ მერიას თანხმობა მისცა ეკლესიისთვის ჯამში 183,414 კვადრატული მეტრი მიწის ფართობის თაობაზე. ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ანგარიშში წერია, რომლითაც ორგანიზაციამ საკრებულოს 3 წლიანი მუშაობა შეაჯამა და შესაბამისი დასკვნა წარმოადგინა.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ცნობით, ბოლო სამი წლის განმავლობაში საკრებულომ 58-ჯერ მისცა თანხმობა დედაქალაქის მთავრობას ფიზიკური პირის ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ქონების გადაცემის თაობაზე, მათგან 28 შემთხვევაში ქონების გადაცემა სიმბოლურ ფასად, 1 ლარად მოხდა.
საპრივატიზაციო პირობა უმეტეს შემთხვევაში ეკლესიის აშენება, ასევე სკვერის მოწყობა, კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობა, გამწვანება და კეთილმოწყობაა.