ბიორკი

SOU: Björk -ის კონცერტებზე დასასწრებად 25 ქვეყნიდან ჩამოვლენ

blogspot.com

​Björk-ის თბილისში გასამართი კონცეტრების ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ ლეგენდარული ისლანდიელი მუსიკოსის მოსასმენად მსოფლიოს 25 ქვეყნიდან ჩამოვლენ, რაც რეკორდული მაჩვენებელია. 

ორგანიზატორები მიუთითებენ, რომ გაყიდული ბილეთების 16% სწორედ უცხო ქვეყნებზე მოდის, ამასთან, თბილისში დასასწრები კონცერტის ბილეთები ისტორიაში პირველად შეიძინეს მადაგასკარსა და მავრიტანიაში. 

3 ნოემბერს, ოპერისა და ბალეტის თეატრში დაგეგმილ კონცერტზე დასწრების მსურველთა მონაცემები ასეთია:  

  • საქართველო - 83, 93 %
  • რუსეთი - 6, 74%
  • აზერბაიჯანი -1,39
  • სომხეთი - 1,29%
  • გერმანია - 0,83%
  • დიდი ბრიტანეთი -0,65%
  • ისრაელი - 0,65%
  • თურქეთი -  0,55%
  • უკრაინა - 0,55%
  • ყაზახეთი - 0,46%
  • არაბთა გაერთიანებული საემიროები - 0,28%
  • ბელგია - 0,28%
  • ჰოლანდია - 0,28%
  • ამერიკის შეერთებული შტატები - 0,28%
  • ჩინეთი - 0,18%
  • საფრანგეთი - 0,18%
  • საბერძნეთი - 0,18%
  • იტალია - 0,18%
  • სამხრეთ კორეა - 0,18%
  • მავრიტანია - 0,18%
  • პოლონეთი - 0,18%
  • სერბეთი - 0,18%
  • ავსტრია - 0,09%
  • ბელორუსი - 0,09%
  • ესპანეთი - 0,09%
  • მადაგასკარი - 0.09%

ამ დრომდე იყიდება 31 ოქტომბრის კონცერტის ბილეთები, რომელიც თბილისის ფილარმონიაში უნდა გაიმართოს.  

ბიორკი თბილისის კონცერტებზე სიმღერებს თავისი მერვე ალბომიდან, Vulnicura-დან შეასრულებს. შესაძლებელია მომღერალმა შეასრულოს მისი ძველი სიმღერებიც.

ასევე, საქართველოში ისლანდიელი მუსიკოსი საქართველოში ყოფნის პერიოდში მუსიკალურ ექსპედიციაში გაემგზავრება და ზემო აჭარაში, გურიაში, სვანეთსა და კახეთში ჩავა.

კომენტარები