ბიორკი

ბიორკის კონცერტებზე დასასწრები ბილეთები მსოფლიოს 25 ქვეყანაში გაიყიდა

Wallpaper.com

ისლანდიელი მუსიკოსის ბიორკის კონცერტებზე დასასწრებად მსმენელი, საქართველოში მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ჩამოვა.

ელექტორნული ბილეთების შეძენა რეკორდულად ბევრი ქვეყნიდან დაფიქსირდა. 31 ოქტომბერს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში და 3 ნოემბერს, ოპერისა და ბალეტის თეატრში დაგეგმილ კონცერტებზე დასასწრები ბილეთები, საქართველოს გარდა 25 ქვეყანაში გაიყიდა.

ბიორკის მოსასმენად თბილისში ჩამოვლენ, როგორც მეზობელი ქვეყნებიდან, ასევე ევროპიდან და აზიის ქვეყნებიდან. საქართველოში დაგეგმილ კონცერტზე დასასწრები ბილეთი, პირველად შეიძინეს მადაგასკარსა და მავრიტანიაში.

ისლანდიელი მუსიკოსის კონცერტზე დასწრების მსურველთა მონაცემები, ქვეყნების მიხედვით ასეთია:

საქართველო - 83,93 %

რუსეთი - 6,74%

აზერბაიჯანი -1,39

სომხეთი - 1,29%

გერმანია - 0,83%

დიდი ბრიტანეთი -0,65%

ისრაელი - 0,65%

თურქეთი - 0,55%

უკრაინა - 0,55%

ყაზახეთი - 0,46%

არაბთა გაერთიანებული საემიროები - 0,28%

ბელგია - 0,28%

ჰოლანდია - 0,28%

ამერიკის შეერთებული შტატები - 0,28%

ჩინეთი - 0,18%

საფრანგეთი - 0,18%

საბერძნეთი - 0,18%

იტალია - 0,18%

სამხრეთ კორეა - 0,18%

მავრიტანია - 0,18%

პოლონეთი - 0,18%

სერბეთი - 0,18%

ავსტრია - 0,09%

ბელორუსი - 0,09%

ესპანეთი - 0,09%

მადაგასკარი - 0.09%

კონცერტების მასპინძელი მუსიკალური პლატფორმა SOU და სასტუმროების ქართული ბრენდი ROOMS HOTELS-ია.

კომენტარები