უბედური შემთხვევა

ქედაში, ბათუმისკენ მიმავალი ავტობუსიდან 6 ბავშვი გადმოვარდა

Getty Images

ქედაში, ბათუმისკენ მიმავალი ავტობუსიდან 6 ბავშვი გადმოვარდა. ამის შესახებ ინფრომაცია ტაბულას, შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვებმა თამაშის დროს კარის გამღები გადმოსწიეს და მოძრავი მიკროავტობუსიდან გადმოვარდნენ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას იმის მიერ, ვინც სატრანსპორტო საშუალებას მართავს.

6-ვე არასრულწლოვანი საავადმყოფოში არის გადაყვანილი. 

კომენტარები