უაქციზო სასმელი

საგამოძიებო სამსახური: დავაკავეთ მეწარმე, რომელიც ჭაჭის არაყს უაქციზოდ ყიდდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ჭაჭის არყის უაქციზოდ გამოშვება - შენახვა - რეალიზაციის ფაქტზე ერთი მეწარმე დააკავა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ქალაქ თბილისში, მის კუთვნილ საწარმოში ჩამოსხმული ალკოჰოლური სასმელს - ჭაჭის არაყს შესაბამისი აქციზური მარკის გარეშე ყიდდა. ამოღებულია უაქციზო სასმელი, რომლის საბაზრო ღირებულება ჯამში 5 620 ლარია" - აცხადებს საგამოძიებო სამსახური. 

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე - 200 მუხლის მეორე ნაწილით (მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია), რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 - დან 6 წლამდე ვადით.

კომენტარები