ჩემი ცოლის დაქალების მსახიობს, საბა უგრეხელიძეს თავს დაესხნენ. მას ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული და ნაცემია. მსახიობის თქმით, მას ყაზგების ქუჩაზე 15 ადამიანი გაუსწორდა. უგრეხელიძისთვის მათი ვინაობა უცნობია, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ეს ორგანიზებული ანგარიშსწორება იყო.
უგრეხელიძის მდგომარეობა სტაბილურია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლით დაიწყო.