სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე

სპეცოპერაციის გამო, სამ საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია

FrontNews.Ge

თბილისის მერიის ინფორმაციით, სამგორის რაიონში მიმდინარე სპეცოპერაციის გამო, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, თბილისის მე-16, 109-ე და 86-ე საჯარო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია. 

"აღნიშნული სამი საბავშვო ბაღი სპეცოპერაციის ეპიცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს, საიდანაც აღსაზრდელები უკვე გაიყვანეს", - აცხადებენ უწყებაში.

სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე გუშინ, 21 ნომბრის ღამიდან მიმდინარეობს. 

სუს-ის ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ერთი პირი. უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები სამართალდამცველებისთვის ჩაბარების თაობაზე, რაზეც უარი განაცხადეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობითვე, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა გახსნეს ცეცხლი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან და ხელყუმბარები ისროლეს. სროლის შედეგად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ერთი თანამშრომელი დაიჭრა.

ინგოროყვას კლინიკის ქირურგის თქმით, დაჭრილის სპეცრაზმელის მდგომარეობა კრიტიკულია, მას ოპერაცია ჩაუტარდა. 

სუს-ში აცხადებენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. მათივე ინფორამციით, მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, განხორციელდა ადგილობრივი მაცხოვრებლების ევაკუაცია იმ სადარბაზოდან, რომელშიც უშუალოდ მიმდინარეობდა სპეცოპერაცია და ასევე მიმდებარე ტერიტორიიდან.

კომენტარები